ავტორიზაცია

რომა MLS-დან ახალგაზრდა მცველს ყიდულობს

რომა MLS-დან ახალგაზრდა მცველს ყიდულობს
თარიღი 25 იან 2021, 23:38
"რომამ" "დალასის" მარჯვენა მცველ ბრაიან რეინოლდსის ტრანსფერი შეათანხმა, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ცნობით, მხარეები იჯარაზე შეთანხმდნენ, 7,5 მილიონ ევროდ შემდგომი შესყიდვის ვალდებულებით.

უახლოეს დღეებში ტრანსფერი ოფიციალურად გაფორმდება. კონტრაქტი 2025 წლამდე იქნება გათვლილი, წლიური ხელფასი კი მილიონი ევრო იქნება + ბონუსები.

19 წლის ამერიკელმა "დალასის" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.