რომა ნორვიჩის მცველით ინტერესდება

"რომა" "ნორვიჩის" მცველ მაქს აარონსით ინტერესდება, იტყობინება Gazzetta dello Sport.
გავრცელებული ინფორმაციით, რომაელები 21 წლის ინგლისელს რიკ კარსდორპის შემცვლელად განიხილავენ.
როგორც აღინიშნება, იტალიური კლუბისთვის ალტერნატიული ვარიანტი "ლაიფციგის" მცველი, ბენჟამენი ჰენრიქსია.
2021/22 წლების სეზონში აარონსმა "ნორვიჩის" რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.