რომა პალმეირასის მცველით ინტერესდება
"პალმეირასის" მცველმა, მატიას ვინიამ კარიერა შეიძლება იტალიაში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ცნობით, 23 წლის ურუგვაელისთვის "რომა" იბრძვის, რომელიც მზად არის 12,5 მილიონი ევრო გადაიხადოს.
რომაელები ვინიაზე მას შემდეგ გადაერთვნენ, რაც "ემიუმ" ალექს ტელეშის იჯარით გაშვება იუარა.
მიმდინარე სეზონში ვინიამ ბრაზილიის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.