ავტორიზაცია

რომა შეტევის გაძლიერებას გეგმავს

რომა შეტევის გაძლიერებას გეგმავს
თარიღი 08 ივლ 2024, 15:39
იტალიური რომა ზაფხულში ცენტრფორვარდის პოზიციის გაძლიერება ესაჭიროება, დედაქალაქური გუნდი რომელუ ლუკაკუმ დატოვა და გოლეადორის პოზიცია ამ წუთისთვის ვაკანტურია. გუნდში ჯერ კიდევ არის ინგლისელი თავდამსხმელი ტემი აბრაჰამი, მაგრამ მისი წასვლის შანსი საკმაოდ დიდია. იტალიური გუნდი ასევე დატოვა ადრეა ბელოტმი, რომელიც კომოში გადაბარგდა. 

ამის გამო დანიელე დე როსის გუნდის ინტერესებში, ნორვეგიის ნაკების და ვილიარეალის თავდამსხმელი ალექსანდრ სორლოთი მოხვდა. ლა ლიგის გასულ სეზონში სორლოთმა 23 გოლი შეაგდო და გუნდის ლიდერი იყო. დიდი შანსია ნორვეგიელის გაყიდვაზე ვილიარეალი დათანხმდეს, რადგან კლუბი ევროტურნირებს მიღმა დარჩა და ფინანსებს საჭიროებს. 

სორლოთი სტილით, იტალიურ გუნდს კარგად უნდა მოერგოს და დიდი შანსია ''მგელბმა'' სორლოთის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონადმე გადაიხადოს, რაც საკმაოდ მსუყე თანხაა.