ავტორიზაცია

რომა ზაპატას თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს

რომა ზაპატას თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს
თარიღი 08 აგვ 2023, 10:58
დედაქალაქურ "რომასა" და "ატალანტას" შორის მოლაპარაკებები დაიწყო 32 წლის კოლუმბიელი ცენტრფორვარდის დუვან ზაპატას ტრანსფერზე, იუწყება ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო.

მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერგამოული კლუბი მზადაა გაუშვას სამხრეთამერიკელი, რომელიც გუნდში 2020 წლიდან თამაშობს. 

ზაპატასა და "ატალანტას" შორის არსებული კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

გასულ სეზონში დუვანმა 27 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.