ავტორიზაცია

რომამ ჯეკო ტრანსფერზე დააყენა და პრემიერ ლიგის 3 გრანდს შესთავაზა

რომამ ჯეკო ტრანსფერზე დააყენა და პრემიერ ლიგის 3 გრანდს შესთავაზა
თარიღი 28 იან 2021, 19:50
"რომამ" კაპიტანი, ედინ ჯეკო ტრანსფერზე დააყენა და მისი დამატება ინგლისურ გრანდებს შესთავაზა, წერს ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport.

რომაულ კლუბს ბოსნიელ თავდამსხმელთან განშორება სურს, მიზეზი მთავარ მწვრთნელ პაულო ფონსეკასთან კონფლიქტია.

34 წლის ფორვარდი "რომამ" "მანჩესტერ იუნაიტედს", "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" შესთავაზა, თუმცა არცერთ გუნდს არ გამოუთქვამს ჯეკოს დამატების სურვილი.

გამოცდილი ფეხბურთელი "რომას" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. 2016/17 წლების სეზონში იგი 29 გოლით სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მიმდინარე სეზონში ჯეკომ ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო.