ავტორიზაცია

რომამ ლუკაკუზე გადაწყვეტილება მიიღო

რომამ ლუკაკუზე გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 10 ნოე 2023, 11:35
თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ შესაძლოა "რომას" სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდეს. შეგხსენებთ, რომ ამ ეტაპზე ბელგიელი თავდამსხმელი რომაული კლუბში იჯარით თამაშობს.

DeadlineDayLive-ის ცნობით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა ბელგიელის სრულფასოვანი ტრანსფერის ფორმალიზებას მიმდინარე სეზონის ბოლოს გეგმავს. 

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 30 წლის თავდამსხმელმა ცხრა მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.