ავტორიზაცია

რომან დოლიძე: შემდეგი ბრძოლის გამართვა ჩიმაევის ან უიტეკერის წინააღმდეგ მსურს

რომან დოლიძე: შემდეგი ბრძოლის გამართვა ჩიმაევის ან უიტეკერის წინააღმდეგ მსურს
თარიღი 06 ოქტ 2024, 19:18
ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ, UFC 307-ზე, კევინ ჰოლანდის ტექნიკური ნოკაუტით დამარცხების შემდეგ, კომენტარი გააკეთა:

"ვფიქრობ, ამ დივიზიონის ტოპ მებრძოლი ვარ. მინდა, შემდეგი ბრძოლა ხამზატ ჩიმაევსა და რობერტ უიტეკერს შორის გამარჯვებულის წინააღმდეგ გავმართო. უკვე ვიცი, მათ შორის ვინ წააგებს."

UFC-ში გადასვლის შემდეგ, 36 წლის მებრძოლმა 11 ბრძოლა გამართა, 8 გამარჯვება მოიპოვა და 3-ჯერ დამარცხდა. მას ბრძოლები საშუალო და ქვემძიმე წონით დივიზიონებში გაუმართავს.

დოლიძემ ჰოლანდს პირველივე რაუნდში მოუგო.