რომას მიმდინარე სეზონში მეორე ტექნიკური მარცხი ემუქრება
„რომამ“ იტალიის თასზე დამატებით დროში „სპეციასთან“ წააგო (2:4) და ტურნირს 1/8-ფინდალიდან გამოეთიშა.
თუმცა, რომაულ გუნდს პოსტფაქტუმ ტექნიკური მარცხი ემუქრება, გადაჭარბებული რაოდენობის ცვლილებების გამო.
საქმე ისაა, რომ გუნდის მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, მატჩის მსვლელობისას ექვსი ცვლილება გამოიყენა - ოთხი ძირითად დროში და კიდევ ორი - დამატებითში.
გარკვეული პერიოდის წინ, ფიფამ დამატებით დროში კიდევ ერთი ცვლილება დაუშვა, მაგრამ იტალიის თასის რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს და გაწერილი აქვს წესი, რომ მთელ მატჩში (დამატებითების ჩათვლით) მაქსიმალური ცვლილებების რაოდენობა არის ხუთი.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში „რომას“ ერთი ტექნიკური მარცხი უკვე ჩაუთვალეს - გუნდმა „ვერონასთან“ შეხვედრაში (0:0) დაუშვებელი ამადუ დიავარა გამოიყვანა, რის გამოც ეს ფრე ტექნიკურ წაგებად (0:3) გადაკეთდა.
ამ შეხვედრაზე დიავარა გამოძახებული იყო როგორც 22 წლამდე ფეხბურთელი, არადა მატჩის გამართვის დროისთვის ის უკვე 23 წლის იყო.