ავტორიზაცია

რომაული დერბი: ლაციომ შინ რომა გაანადგურა [VIDEO]

რომაული დერბი: ლაციომ შინ რომა გაანადგურა [VIDEO]
თარიღი 16 იან 2021, 01:42
იტალიის ჩემპიონატის ტურის გამორჩეული შეხვედრა რომის "ლაციოსა" და "რომას" შორის შედგა.

მასპინძლები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და უშუალო კონკურენტი 3:0 გაანადგურეს.

ანგარიში მე-14 წუთზე ჩირო იმობილემ გახსნა, მე-20 წუთზე "ლაციოს" უპირატესობა ალბერტომ გაზარდა.

ალბერტომ მეორე ტაიმში დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

18 ტურის შემდეგ "ლაციოს" 31 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა, "რომა" კი 34 ქულით მე-3 ადგილზეა.