ავტორიზაცია

რომელი გუნდი მოიგებს პრემიერ ლიგას? — ხელოვნურმა ინტელექტმა პროგნოზი განაახლა

რომელი გუნდი მოიგებს პრემიერ ლიგას? — ხელოვნურმა ინტელექტმა პროგნოზი განაახლა
თარიღი 05 Jan 2026, 12:38
ინგლისის პრემიერ ლიგის გასული ტურის დასრულების შემდეგ, ხელოვნურმა ინტელექტმა სუპერკომპიუტერის დახმარებით პროგნოზი განაახლა.

განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე სეზონის გამარჯვებული 86 ქულით ლონდონის არსენალი გახდება, ხოლო მეორე ადგილს 76 ქულით მანჩესტერ სიტი დაიკავებს. ოთხეულს კი ასტონვილა (74 ქულა) და ლივერპული (64 ქულა) დახურავენ.

სიმულაციების მიხედვით, პრემიერ ლიგიდან შემდეგი სამი გუნდი გავარდება — ვულვზი, ბარნლი და ვესტ ჰემი. მანჩესტერ იუნაიტედი კი ასპარეზობას მე-7 ადგილზე დაასრულებს.