რომელი კლუბი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას წელს? — სუპერკომპიუტერის პროგნოზი

Opta-ს სუპერკომპიტერის და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩატარებული სიმულაციების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი ფავორიტები დასახელდა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების მთავარი კანდიდატი ლონდონის არსენალია — Opta მეთოფეების შანსებს 29,18%-ით აფასებს, რაც მეორე ადგილზე გასულ ბაიერნზე თითქმის 15%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, პსჟ ხუთეულში ვერ მოხვდა და მხოლოდ 4,48%-იანი შანსით მე-7 ადგილს იკავებს. ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, რეალის შანსები კი 2,34%-ად არის შეფასებული და მე-10 პოზიციაზე იმყოფება.
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის 10 მთავარი ფავორიტი Opta-ს ვერსიით
1) არსენალი — 29,18%
2) ბაიერნი — 14,67%
3) მანჩესტერ სიტი — 11,65%
4) ლივერპული — 9,39%
5) ჩელსი — 7,16%
6) ბარსელონა — 5,84%
7) პსჟ — 4,48%
8) ინტერი — 3,93%
9) ნიუკასლი — 3,5%
10) რეალი — 2,34%

