რომელი ნაკრები იქნება შესარჩევის პლეი-ოფში განთესილი და რომელი - არა?
როგორც იცით, ცნობილი გახდა ის 12 გუნდი, რომელიც 2022 წლის მარტში მსოფლიო ჩემპიონატის სამ საგზურს გაითამაშებს.
პლეი-ოფის ფორმატი ერთმატჩიანი იქნება, მატჩების მასპინძლებს კენჭისყრა გამოავლენს. ჩატარდება ნახევარფინალური და ფინალური მატჩები და 12 გუნდიდან 3 მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება, 9 კი - სახლში დაბრუნდება.
ამ 12 გუნდიდან 6 განთესილია და ექვსი - არა. შესაბამისად, ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგად ერთმანეთს ორი განთესილი გუნდი ერთმანეთს ვერ შეხვდება.
ვინ არის განთესილი:
პორტუგალია, შოტლანდია, იტალია, რუსეთი, შვედეთი, უელსი
არაგანთესილები კი შემდეგი გუნდები არიან:
თურქეთი, პოლონეთი, ჩრდილოთ მაკედონია, უკრაინა, ჩეხეთი.
განთესილები არიან ის ნაკრებები, ვინც შესარჩევის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი უფრო მეტი ქულით დააგროვა.
კენჭისყრა 26 ნოემბერს გაიმართება, უშუალოდ თამაშები კი 24/25 და 28/29 მარტს.