რომეო ბექჰემმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა - ინგლისელი სხვა სფეროზე გადაერთვება
The Sun-ის ინფორმაციით, დევიდ ბექჰემის შვილმა, რომეო ბექჰემმა საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა, რათა მოდაზე გადაერთოს.
"რომეო ფეხბურთიდან წავიდა, რადგან კარიერის მოდაში აწყობა სურს.
ის ბრენტფორდში ბედნიერი იყო, თუმცა მოდელობაზე ფოკუსირება გადაწყვიტა - მისი მოწოდება სწორედ ესაა.
ბექჰემმა ახლახან პარიზში ტოპ სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა, და გეგმავს, რამდენიმე დიდ ბრენდთან ითანამშრომლოს," - განუცხადა წყარომ The Sun-ს.
რომეო 2023 წლიდან მოყოლებული ბრენტფორდის სარეზერვო გუნდში თამაშობდა. მანამდე იგი ინტერ მაიამის მეორე გუნდში ასპარეზობდა, რომლის რიგებშიც 26 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 10 ასისტი მიითვალა - პროფესიონალურ დონეზე მისი მონაგარი სწორედ ესაა. ბექჰემი 2024/15 წლებში არსენალის აკადემიაშიც ირიცხებოდა.