რონალდინიო: ეს უკვე საკმარისია, ბრაზილიის მატჩებს აღარ ვუყურებ და არც მოგებას აღვნიშნავ
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ განაცხადა, რომ თავისი ქვეყნის ნაკრების მატჩების ყურებას აღარ აპირებს.
"კოპა ამერიკაზე ბრაზილიის თამაშებს არ ვუყურებ და არც მოგებას აღვნიშნავ.
უკვე საკმარისია. იმ ხალხისთვის, ვისაც ბრაზილიური ფეხბურთი უყვარს, ეს სამწუხარო მომენტია. მატჩების საყურებლად ძალების მოკრება ძალიან რთულია.
ეს ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდია - პატივსაცემი ლიდერების გარეშე და საშუალო დონის ფეხბურთელებით.
ასეთი სიტუაცია არასდროს მინახავს - ბრაზილიის მაისურისა და ფეხბურთის მიმართ სიყვარულის დეფიციტი...
ჩვენი პერფორმანსი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამაა, რაც ოდესმე მინახავს. სირცხვილია," - ამბობს რონალდინიო გაუჩო.