რონალდო: ბრაზილიურ ფეხბურთს დიდი ცვლილებები სჭირდება
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდო ნაზარიომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებზე ისაუბრა.
"ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე წლებია, ვსაუბრობ. სწორ დროს ველოდები, ამისთვის მზად ვარ.
ბრაზილიურ ფეხბურთს დიდი ცვლილებები სჭირდება.
ამ მომენტისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატი არ ვარ, არჩევნებიც არ დაგეგმილა. ეს უბრალოდ ჩემი სურვილია," - განაცხადა რონალდომ.
ამჟამად, ნაზარიო ბრაზილიური კრუზეიროს მფლობელი და ესპანური ვალიადოლიდის პრეზიდენტია.