ავტორიზაცია

რონალდუ: "ამ და შემდეგ სეზონს ვითამაშებ, შემდეგ კი ჩემ სხეულს შევხედავ და გადაწყვეტილებას მივიღებ"

რონალდუ: "ამ და შემდეგ სეზონს ვითამაშებ, შემდეგ კი ჩემ სხეულს შევხედავ და გადაწყვეტილებას მივიღებ"
თარიღი 22 ოქტ 2023, 23:18
კრიშტიანუ რონალდუმ „ალ ნასრში“ თამაშის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ „დამაკთან“ მატჩში 38 წლის პორტუგალიელმა თავის გუნდს გამარჯვება (2:1) ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით მოუტანა.

„გულშემატკივრები მაბედნიერებენ და მეც იგივეთი ვპასუხობ. ამ და მომავალ სეზონში ვითამაშებ, შემდეგ კი ჩემ სხეულს გადავხედავ და გადავწყვეტ, შემიძლია გაგრძელება თუ არა. მძიმე შრომა არის ის, რამაც მწვერვალზე ამიყვანა.

ჩემი გუნდის გარეშე არაფერი არ გამომივიდოდა. რთული თამაში იყო, განსაკუთრებით სანაკრებო პაუზების და ფრენების გამო.

ძალიან მიხარია საუდის არაბეთში ყოფნა და მადლიერი ვარ, რომ 38 წლის ასაკშიც შემიძლია გუნდის დახმარება.“, - აღნიშნა რონალდუმ.