ავტორიზაცია

რონალდუ იბრას ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა

რონალდუ იბრას ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
თარიღი 23 თებ 2021, 01:04
იტალიის ჩემპიონატში ტურინის "იუვენტუსი" "კროტონეს" უპირისპირდება და 2:0 ამარცხებს.

ტურინელთა მხრიდან დუბლი პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ რონალდუს უკვე სერია ა-ს ყველა გუნდის წინააღმდეგ აქვს გოლი გატანილი.

ამასთანავე, ტოპ 5 ჩემპიონატში მან უკვე 78-ე გუნდს გაუტანა და იბრას რეკორდამდე ცოტა აკლია.

იბრაჰიმოვიჩი ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, ვისაც 79 სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ აქვს გოლი გატანილი.