ავტორიზაცია

რონალდუ ლუქსემბურგთან მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს

რონალდუ ლუქსემბურგთან მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს
თარიღი 10 სექ 2023, 15:57
პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის J ჯგუფის მე-6 ტურის მატჩს ლუქსემბურგის ნაკრებთან ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.

შეხვედრა ხვალ, 11 სექტემბერს ალგარვეს სტადიონზე სან-ჟოაო და ვენდაში (პორტუგალია) გაიმართება. 

მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირში 38 წლის რონალდუმ ხუთი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ამდენივე გოლი გაიტანა.

J ჯგუფის სატურნირო ცხრილში პორტუგალიის ნაკრები ლიდერობს. გუნდმა ხუთი მატჩის შემდეგ 15 ქულა დააგროვა.