რონალდუ შესაძლოა მადრიდის რეალში დაბრუნდეს

საუდის არაბეთის "ალ-ნასრის" პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა კვლავ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდეს. ამ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რონალდუს ძალიან სურს ითამაშოს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც ზაფხულში გაიმართება.
"ალ-ნასრმა" ტურნირის კვალიფიკაცია ვერ შეძლო, ამიტომ 40 წლის თავდამსხმელი "ბლანკოსთან" მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმებას განიხილავს, აღნიშნავს წყარო.
1-დან 10 ივნისამდე ფიფა გახსნის დამატებით სატრანსფერო ფანჯარას, რომლის დროსაც რონალდუს შეუძლია "რეალთან" კონტრაქტი ტურნირის ხანგრძლივობით გააფორმოს.