ავტორიზაცია

რონალდუ: "წინ დიდი დროა, მაგრამ იმედი მაქვს, ევრო 2024-ზე ვითამაშებ"

რონალდუ: "წინ დიდი დროა, მაგრამ იმედი მაქვს, ევრო 2024-ზე ვითამაშებ"
თარიღი 14 ოქტ 2023, 17:37
პორტუგალიის ნაკრებმა გუშინ სლოვაკეთის 3:2 დამარცხებით ევრო 2024-ზე მონაწილეობა ოფიციალურად გაინაღდა.

ნაკრების 38 წლის კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ტურნიში მონაწილეობის იმედი გამოთქვა.

„წინ საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ იმედია ევრო 2024-ზე ვითამაშებ. იმედია, ტრავმას ან რაიმე პრობლემას არ გადავაწყდები და შევძლებ თამაშს.

პორტუგალია ნაადრევად დავტოვე, მაგრამ იქ ყოველთვის ჩემი სახლი იქნება. პორტუგალიის ყველა სტადიონზე დიდ მხარდაჭერას ვიღებ.“ - აღნიშნა რონალდუმ.