რონალდუ თუ მესი? — ხვიჩა კვარაცხელიამ არჩევანი გააკეთა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გულშემატკივრებთან შეხვედრის დროს, ხვიჩა კვარაცხელიამ რონალდუზე და მესიზე ისაუბრა.
"კრიშტიანუ რონალდუ ძალიან მიყვარს, მაგრამ ლიონელ მესი სხვა პლანეტიდან არის" — განაცხადა 24 წლის ქართველმა ვარსკვლავმა.
2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში პარი სენ ჟერმენმა ატლეტიკო 4-0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში კვარაცხელიამ 72 წუთი ითამაშა და ორი საგოლე გადაცემა გაიფორმა.