ავტორიზაცია

რონალდუ ყველას ორჯერ უსწრებს - Forbes-მა წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დაასახელა

რონალდუ ყველას ორჯერ უსწრებს - Forbes-მა წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 13 ოქტ 2023, 21:47
კრიშტიანუ რონალდუ წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად დაასახელეს.

Forbes-ის ინფორმაციით, კომერციული შემოსავლის გათვალისწინებით, „ალ ნასრის“ ფორვარდი წლიურად 260 მილიონ დოლარს გამოიმუშვებს, რაც უახლოეს მდევარზე, ლეო მესიზე ორჯერ მეტია.

1. კრიშტიანუ რონალდუ - 260 მლნ დოლარი (სპორტით 200, სპორტს გარეთ 60)

2. ლეო მესი - 135 მილიონი დოლარი (65+70)

3. ნეიმარი - 112 მლნ დოლარი (80+32)

4. კილიან მბაპე - 110 მლნ დოლარი (90+20)

5. კარიმ ბენზემა - 106 მლნ დოლარი (100+6)

6. ერლინგ ჰოლანდი - 58 მლნ დოლარი (46+12)

7. მოჰამედ სალაჰი - 53 მლნ დოლარი (35+18)

8. სადიო მანე - 52 მლნ დოლარი (48+4)

9. კევინ დე ბრუინი - 39 მლნ დოლარი (35+4)

10. ჰარი კეინი - 36 მლნ დოლარი (26+10)