რონალდუმ ალ ნასრში 30-ე და საკლუბო ფეხბურთში 730-ე გოლი გაიტანა

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა "ალ ნასრის' შემადგენლობაში 30-ე გოლი გაიტანა.
კრიშტიანუ რონალდუმ "ალ ტაის" კარში დღეს გამარჯვების გოლი შეაგდო, იქამდე კი საგოლე პასიც მიითვალა.
რონალდუსთვის ეს საკლუბო კარიერაში 730-ე გოლი აღმოჩნდა და 854-ე პროფესიონალურ ფეხბურთში ნაკრების გათვალისწინებით.
საუდის არაბეთის მიმდინარე სეზონში კრიშტიანუს 7 მატჩში 10 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს შესრულებული.