რონალდუმ ვერ გაიტანა, პორტუგალიამ აზერბაიჯანს გაჭირვებით მოუგო [VIDEO]
![რონალდუმ ვერ გაიტანა, პორტუგალიამ აზერბაიჯანს გაჭირვებით მოუგო [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/bWSeyc3GTX4MrBvSOHY0D3vlvrVDBbtO.jpg)
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში პორტუგალიამ აზერბაიჯანს 1:0 მოუგო.
მატჩის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე გავიდა, როცა მედვედევმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ნომინალურ მასპინძლებს (მატჩი ნეიტრალურ არენაზე გაიმართა) გამარჯვება გაუნაღდა.
პორტუგალიელთა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მოედანზე 90 წუთი გაატარა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.