რონალდუს და მესის გარეშე — მოდრიჩმა 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მილანის ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ხორვატი ფეხბურთელის მიერ შედგენილ ხუთეულში ვერ მოხვდნენ თანამედროვე ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავები, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ.
TOP 5 საუკეთესო ფეხბურთელი მოდრიჩის აზრით
1) დიეგო მარადონა (არგენტინა)
2) ფრანჩესკო ტოტი (იტალია)
3) რონალდო (ბრაზილია)
4) ზვონიმირ ბობანი (ხორვატია)
5) ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)

