ავტორიზაცია

რონალდუს დუბლი და ბოლო წუთების დრამა ლისაბონში — პორტუგალია უნგრეთს დაუზავდა

რონალდუს დუბლი და ბოლო წუთების დრამა ლისაბონში — პორტუგალია უნგრეთს დაუზავდა
თარიღი 15 Oct 2025, 10:41
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურში, პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთი მიიღო — მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ, 2-2 დასრულდა.

შეხვედრის ანგარიში დებიუტშივე, მე-8 წუთზე სალაიმ გახსნა და სტუმრები დააწინაურა. 22-ე წუთზე, კრიშტიანუ რონალდუმ გაათანაბრა, ხოლო პირველი ტაიმის კომპენსირებულ მე-3 წუთზე დუბლი გაიფორმა და პორტუგალია წინ გაიყვანა. მატჩის მიწურულს, 91-ე წუთზე სობოსლაიმ აიღო მასპინძლების კარი და საბოლოო ანგარიში, 2-2 დააფიქსირა.

პორტუგალია 2-2 უნგრეთი

გოლები: 0-1 სალაი (8'), 1-1, 2-1 რონალდუ (22', 45+3'), 2-2 სობოსლაი (90+1')

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, სათამაშო დღის შედეგები

ესტონეთი 1-1 მოლდოვა

ანდორა 1-3 სერბეთი

ირლანდია 1-0 სომხეთი

იტალია 3-0 ისრაელი

ლატვია 0-5 ინგლისი

პორტუგალია 2-2 უნგრეთი

ესპანეთი 4-0 ბულგარეთი

თურქეთი 4-1 საქართველო