ავტორიზაცია

რონალდუს დუბლი: იუვენტუსი ლიდერებს ეწევა [VIDEO]

რონალდუს დუბლი: იუვენტუსი ლიდერებს ეწევა [VIDEO]
თარიღი 23 თებ 2021, 01:43
იტალიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება "იუვენტუსსა" და "კროტონეს" შორის.

მატჩი ტურინელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

მატჩის გამორჩეული მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ერთი გოლი მაკკინმა გაიტანა.

23 ტურის შემდეგ, "იუვეს" 45 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, თუმცა ერთი თამაშით ნაკლები აქვს. ისინი ლიდერ "ინტერს" 8 ქულით ჩამორჩებიან.