"რონალდუს მაისურის გაცვლა ვთხოვე, მატჩის შემდეგ მიპოვა და ორი მაჩუქა", - მალმიოს ექს-ფეხბურთელი
"მალმიოს" ყოფილმა ფეხბურთელმა, ენოკ ადუმ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს ლამაზი ჟესტის შესახებ ისაუბრა.
შვედური კლუბი, რომლის ღირსებასაც განელი ნახევარმცველი იცავდა, ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის გათამაშების მიმდინარეობისას "რეალს" შეხვდა, სადაც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ირიცხებოდა.
"თამაშის მიმდინარეობისას მასთან მივედი და მატჩის შემდეგ მაისურის გაცვლა ვთხოვე. მიპასუხა: "დიახ, რატომაც არა?".
"თამაშის მერე მიპოვა, გასახდელში შემოვიდა და ორი მაისური მაჩუქა. ბრწყინვალე ადამიანია", - ციტირებს ადუს სიტყვებს SportsObama TV.
მაშინ "რეალმა" "მალმიო" ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში "სანტიაგო ბერნაბეუზე" 8:0 გაანადგურა, ხოლო სტუმრად 2:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ ადუ ორივე შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო.