ავტორიზაცია

რონალდუს რეკორდი გამეორებულია — მბაპეს საოცარი სტატისტიკა 2025 წელს

რონალდუს რეკორდი გამეორებულია — მბაპეს საოცარი სტატისტიკა 2025 წელს
თარიღი 21 Dec 2025, 13:37
მადრიდის რეალის შემტევმა, კილიან მბაპემ გუშინ სევილიას კარი აიღო და სამეფო კლუბის ისტორიაში შევიდა.

27 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ერთ კალენდარულ წელიწადში რეალის მაისურით 59 გოლის გატანა შეძლო და რონალდუს რეკორდი გაიმეორა.

პორგუგალიელმა ვარსკვლავმა აღნიშნული რეკორდი 2013 წელს დაამყარა, როდესაც რეალის მაისურით ერთ კალენდარულ წელიწადში მეტოქეთა კარი 59-ჯერ აიღო. 12 წლის შემდეგ კი იგივე შედეგი მბაპემ დააფიქსირა.