ავტორიზაცია

რონალდუს სასტუმრო მაროკოში მომხდარი მიწისძვრის დაზარალებულებს უფასოდ მოემსახურება

რონალდუს სასტუმრო მაროკოში მომხდარი მიწისძვრის დაზარალებულებს უფასოდ მოემსახურება
თარიღი 09 სექ 2023, 23:47
კრიშტიანუ რონალდუს სასტუმრომ მაროკოში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა უფასოდ მიღებაზე თანხმობა განაცხდა.

დღეს, მაროკოს სამხრეთით მოხდა მიწისძვრა, რომლის შედეგადაც 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მაროკოში მყოფი ესპანელი ტურისტი ირენ სეიშასი აცხადებს, რომ კრიშტიანუ რონალდუს საკუთრებაში მყოფი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pestana CR7 Marrakech-მა დაზარალებულთა უფასო მომსახურება გამოაცხადა.

ესპანელი ტურისტის თქმით, მომხდარის შემდეგ ავიაბილეთების ძიება დაიწყო, რათა მაროკო დაეტოვებინა, მაგრამ ყველა უკვე გაყიდული აღმოჩნდა, დარჩენილები კი ათასობით ევრო ღირდა. სასტუმროების სიტუაციაც, დაახლოებით იგივეა.

„მოგვიწია მარაკეშის ახალ რაიონში ჩამოსვლა, სადაც უფრო მეტი ძვირიანი სასტუმროა. იქ, კრიშტიანუ რონალდუს სასტუმრომ ნომერი სრულიად უფასოდ გადმოგვცა.“, - აღნიშნა სეიშასმა ინტერვიუში.