ავტორიზაცია

რონალდუს უბრალოდ კოშმარული სტატისტიკა იუვენტუსში ჯარიმების შესრულებისას

რონალდუს უბრალოდ კოშმარული სტატისტიკა იუვენტუსში ჯარიმების შესრულებისას
თარიღი 23 თებ 2021, 11:20
ტურინის "იუვენტუსში" გადმოსვლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ჯარიმიდან გოლის გატანის 64 მცდელობა ჰქონდა.

პორტუგალიელმა თავდამსხმელმა 42 შემთხვევაში ბურთი გაარტყა ცოცხალ კედელს, 21 შემთხვევაში კი ბურთი გაცდა კედელს, მაგრამ კარში მაინც არ შევიდა.

როგორც ვხედავთ, რჩები გატანილი გოლით დაგვირგვინებული მხოლოდ ერთი დარტყმა - 2020 წლის ივლისს, მეზობელი "ტორინოს" კარში.

რაც შეეხება "ბებერი ქალბატონის" ლიდერის გოლების საერთო რაოდენობას, 117 შეხვედრაში გატანილი 90 ბურთი.

აქვე დავამატებთ, სერია ა-ს ბომბარდირთა რბოლას ლიდერობს სწორედ "ბიანკონერის" შვიდიანი, რომელსაც 18 გოლი აქვს.