ავტორიზაცია

როცა ლივერპულში გადასვლამ თავისი ქნა - რამდენით გაიზარდა მამარდაშვილის გამომწერების რაოდენობა?

როცა ლივერპულში გადასვლამ თავისი ქნა - რამდენით გაიზარდა მამარდაშვილის გამომწერების რაოდენობა?
თარიღი 30 აგვ 2024, 00:06
რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას ლივერპულში გააგრძელებს.

როგორც წესი, ასეთი ტოპ  ტრანსფერის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ფეხბურთელების გამომწერების რაოდენობა და ცნობადობა იზრდება, გამონაკლისი არც მამარდაშვილი იყო.

ბოლო 2 დღეში, ინსტაგრამ გვერდზე მამარდაშვილის გამომწერების რაოდენობამ დაახლოებით 58 ათასით მოიმატა.

ტრანსფერის გაოფიციალურებამდე, ქართველ მეკარეს 329 ათასი გამომწერი ჰყავდა, დღეს კი მისი გამომწერების რაოდენობა 387 ათასს შეადგენს. 

ყველაფერი კი ჯერ მხოლოდ ახლა იწყება და როცა მამარდა ლივერპულში ტოპ მატჩებს ჩაატარებს, მისი ცნობადობა და კლასი მსოფლიოს მასტაბით კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.