"როცა შესნი არ არის, არც ლევანდოვსკი თამაშობს" | ჰანსი ფლიკი

გუშინ, კოპა დელ რეის 1/8-ფინალში, ბარსელონამ ბეტისი 5-1 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
აღნიშნულ მატჩში რობერტ ლევანდოვსკიმ დაისვენა, რაზეც ჰანსი ფლიკს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს.
"როცა შესნი არ არის, არც ლევანდოვსკი თამაშობს. ვხუმრობ, რობერტი უბრალოდ დავასვენე," - თქვა გერმანელმა.
შესნიმ ბეტისთან შეხვედრა რეალ მადრიდთან 5-2 მოგებულ დაპირისპირებაში მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა, ლევანდოვსკიმ კი 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.