რუბენ ამორიმი იანვარში მანჩესტერ იუნაიტედიდან 2 ფეხბურთელს უშვებს

GiveMeSport-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი იანვარში გუნდიდან 2 ფეხბურთელს - კრისტიან ერიქსენსა და ანტონის უშვებს.
ისინი ერთად კვირაში £350 ათასს გამოიმუშავებენ, შესაბამისად, მათი გაშვება გუნდს ფინანსურადაც წაადგება. ერიქსენს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ის ამორიმის გეგმებში არ შედის. მსგავსი სიტუაციაა ანტონისთანაც - ბრაზილიელმა მოლოდინები აშკარად ვერ გაამართლა და კლუბს მისი გაყიდვა სურს.
პორტუგალიელი სპეციალისტი ცდილობს, გუნდს თავისი ხელი მიმდინარე სეზონშივე დაატყოს.