ავტორიზაცია

რუბენ ამორიმმა გუნდს დაცვის გაძლიერება მოსთხოვა

რუბენ ამორიმმა გუნდს დაცვის გაძლიერება მოსთხოვა
თარიღი 19 Dec 2024, 12:34
მიმდინარე სეზონში მანჩესტერ იუნაიტედში ცვლილებები მოხდა, გუნდი ერიკ ტენ ჰაგმა დატოვა და მის ნაცვლად რუბენ ამორიმი დაინიშნა. პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი სეზონის მსვლელობისას ცდილობს იდეალური შემადგენლობის პოვნას. გასულ ტურში მისმა გუნდმა თანაქალაქელი მანჩესტერ სიტი ბოლო წუთებზე დაამარცხა და სუპერ მნიშვნელობის ქულები მოიპოვა და რა თქმა უნდა, ეს დიდი ფსიქოლოგიური სტიმულია. 

ამორიმის პირველი მოთხოვნა მაღალი დონის მარცხენა მცველია, ლუკ შოს თამაში კრიტიკას ვერ უძლებს, ინგლისელი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს ან სათადარიგო ფეხბურთელის როლს მოირგებს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავისი სამი რჩეული ფეხბურთელი დაასახელა, რომლებითაც სურს მარცხენა ფლანგის შევსება ესენი არიანი: ნუნუ მენდეში, ანტონი რობინსონი და ფედერიკო დიმარკო. სამივე ფეხბურთელი ძალიან კარგ სეზონს ატარებს.

დიმარკო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია და ამორიმის ტაქტიკას იდეალურად მოერგება. ამერიკელ მცველს რაც შეეხება, მიმდინარე სეზონში ის პერემიერ ლიგის საუკეთესო მარცხენა მცველია და მისი წასაყვანად იუნაიტედს საკმაოდ დიდი კონკურენციის გადატანა მოუწევს. რაც შეეხება პორტუგალიელ ნუნუ მენდეშს, პსჟს მცველი ლუის ენრიკეს გუნდის უცვლელი წევრია, მაგრამ აქ მისთვის კარგად, ნაცნობი მწვრთნელის რუბენ ამორიმის ფაქტორია, რომელმაც პირველად მისცა მენდეშს სპორტინგში თამაშის საშუალება და არის იმის ალბათობა, რომ პორტუგალიელმა მცველმა თავის ყოფილ მწვრთნელთან ისურვოს თამაში. 

სამივე ფეხბურთელის ფასი აღემატება 40 მილიონს და იუნაიტედი არ დაიშურებს ძალებს იმისათვის, რომ გადმოიბიროს რომელიმე მათგანი.