ავტორიზაცია

რუდიგერმა მესის და რონალდუს შემდეგ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

რუდიგერმა მესის და რონალდუს შემდეგ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
თარიღი 07 Aug 2025, 11:42
გერმანიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის რეალის ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ყველაზე რთული ოპონენტები დაასახელა.

"რა თქმა უნდა შემიძლია მესი და რონალდუ დავასახელო, თუმცა, ყველა ვიცით, რომ ისინი სხვა პლანეტიდან არიან. მათ გარდა კი ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქე სერხიო აგუერო იყო."

"ერლინგ ჰოლანდსაც გამოვყოფდი, რომელიც უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ნებისმიერ მცველს დიდ პრობლემებს უქმნის, მაგრამ თუ ერთი უნდა დავასახელო, აგუეროს ვიტყვი"
— რუდიგერი.