რუდიგერმა ტრავმა მიიღო — ცნობილია როდის დაბრუნდება გერმანელი ცენტრალური მცველი

მადრიდის რეალის ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა მძიმე ტრავმა მიიღო და კლუბს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
სამეფო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის გერმანელმა ბარძაყი დაიზიანა და ესპანური მედიის ცნობით, მკურნალობას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.
როგორც ირკვევა, რუდიგერმა ტრავმა რეალის დღევანდელ ვარჯიშზე მიიღო და მალევე დეტალური გამოკვლევები ჩაუტარდა, რამაც ბარძაყის დაზიანება დაადასტურა.