რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან თამაშს პირველი ქვეყანა დათანხმდა
უეფამ და ფიფამ მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ახალგაზრდული (U17) გუნდების ოფიციალურ შეჯიბრებებზე დაშვების შესახებ.
ამის შემდეგ ათზე მეტმა ქვეყანამ გამოაცხადა ბოიკოტი და უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე.
თუმცა, უნგრეთში მზად არიან ითამაშონ რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებებთან, რაც საჯაროდ გამოაცხადეს.
უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია პატივს სცემს უეფას გადაწყვეტილებას. უნგრელები აღნიშნავენ, რომ ისინი ყოველთვის იცავენ უეფას გადაწყვეტილებებსა და წესებს.
უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია პატივს სცემს უეფას გადაწყვეტილებას. უნგრელები აღნიშნავენ, რომ ისინი ყოველთვის იცავენ უეფას გადაწყვეტილებებსა და წესებს.