რუსეთის ჩემპიონატში დარჩენის გამო, ნორვეგიის ნაკრებიდან ფეხბურთელი მოკვეთეს
ნახევარმცველი მატიას ნორმანი ნორვეგიის ნაკრებიდან მოკვეთეს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა ფეხბურთელს შეატყობინა, რომ ის მომდევნო შეკრებებზე გამოძახებული არ იქნება.
ამის მიზეზი ის არის, რომ ნორმანმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს რუსეთის ჩემპიონატი არ დატოვა და მეტიც, იჯარით „როსტოვიდან“ მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა.
ნორმანის ანგარიშზე ნორვეგიის ნაკრებში 12 გამართული შეხვედრა და ერთი გოლია. გასულ სეზონში ის იჯარით „როსტოვიდან“ ინგლისურ „ნორვიჩში“ ასპარეზობდა.
24 სექტემბერს ნორვეგია ერთა ლიგაზე სლოვენიას დაუპირისპირდება, 27-ში კი სერბეთს.