რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი უკრაინაში საბრძოლველად გამოიძახეს
რუსეთის ნაკრებისა და ლივერპულის ევერტონის ყოფილი ნახევარმცველი დინიარ ბილიალეტდინოვი საკუთარი ქვეყნის არმიაში გამოიძახეს.
აღნიშნული ინფორმაცია ყოფილი ფეხბურთელის მამამ, რუსეთში რინატ ბილიალეტდინოვმა გაავრცელა.
"დინიარმა არმიიდან მოწვევა მიიღო. ძნელია ემოციებზე საუბარი, ჯარში არასდროს ყოფილა, მხოლოდ სამხედრო მომზადების ეტაპი აქვს გავლილი, რადგან სპორტში იყო ჩართული. ეს 19 წლის წინ იყო და ის კურსიც სპორტული მიმართულებით გაიარა.
კანონის მიხედვით 35-წლამდე კაცებს იწვევენ, ის 37 წლისაა, ასე რომ ადგილი გაუგებრობას აქვს. რას გაიგებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საერთო მობილიზაცია რომ ყოფილიყო, კითხვები არ გვექნებოდა. ყველაფერი კანონის მიხედვით უნდა მოხდეს," - განაცხადა ყოფილი ფეხბურთელის მამამ.