რუსული კლუბები და რუსეთის ნაკრები უეფას ტურნირებს 2022/23-სეზონშიც გამოტოვებენ
რუსული კლუბები ევროტურნირებიდან მოკვეთეს.
რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდები 2022/23 სეზონში ვერცერთ უეფას ეგიდით გასამართ ევროტურნირზე ვერ ითამაშებენ - ვერც ჩემპიონთა ლიგაზე, ვერც ევროპაზე და ვერც კონფერენციაზე.
იგივე ეხება ქალთა ჩემპიონთა ლიგის და ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გათამაშებებსაც.
გარდა ამისა, რუსეთის საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგიდანაც მოკვეტილია. დისკვალიფიკაცია ვრცელდება 21-წლამდელთა ქალთა და მამაკაცთა გუნდებსაც.
ეს ყველაფერი კი, ცხადია, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო ხდება.