ავტორიზაცია

ს
თარიღი 06 სექ 2020, 10:32
გამარჯობა. მადლობა გეგი. გილოცავ პირველ გადაცემას. მშვენივრად გამოვიდა ყველაფერი.    ამ კვირაში სპორტში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები გველის, ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო 8 სექტემბერი იქნება, ხვალ დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მატჩში ჩრდილოეთ მაკოდონიას უმასპინძლებს, საქართველოს 21 წლამდე ნაკრები კი სტუმრად ლიხტენშტეინს დაუპირისპირდება.

ამავე დღეს გაიმართება ერთა ლიგის სხვა შეხვედრები: დანია ინგლისს უმასპინძლებს, საფრანგეთი ხორვატიას, პორტუგალია შვედეთის ნაკრებს ესტუმრება.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, დატვირთული იქნება საკლუბო ფეხბურთიც. 11 სექტემბერს, ემ ელ ეს-ში ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას "სან ხოსე" "სიეტლ საუნდერსს" ესტუმრება.

12 სექტემბერს ლა ლიგის და პრემიერ ლიგის ახალი სეზონი იწყება. ლა ლიგის გახსნით მატჩში "გრანადა" "ბილბაოს ატლეტიკს" უმასპინძლებს. პრემიერ ლიგაში კი მოქმედი ჩემპიონი "ლივერპული" პირველ მატჩს "ლიდსის" წინააღმდეგ გამართავს.

ასევე 12 სექტემბერს გაიმართება "დინამო ბათუმისა" და "დინამო თბილისის" მატჩი, რომელიც ბათუმის ახალ სტადიონზე ჩატარდება.

13 სექტემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი "პარკ დე პრენსზე", "პარი სენ ჟერმენსა" და "მარსელს" შორის შედგება.

გადავიდეთ კალათბურთზე, სადაც ასევე საინტერესო მატჩები გველის. ენ-ბი-ეის ფლეი-ოფში "ჰიუსტონ როკეტსი" ლოს ანჯელეს "ლეიკერსს" შეხვდება, 10 სექტემბერს ამერიკაში 2 მატჩი ჩატარდება - "ბოსტონ სელტიქსი" "ტორონტოს", "დენვერი" კი "ლოს ანჯელეს კლიპერსის" დაუპირისპირდება. 10 სექტემბერსაა ჩანიშნული თორნიკე შენგელიას გუნდის, მოსკოვის "ცსკა"-ს მატჩი, მათი მეტოქე "უნიქსია."

ასეთი საინტერესო სპორტული მოვლენები გელით ამ კვირაში, უგულშემატკივრეთ საქართველოს და იცხოვრეთ ჯანსაღად, მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით