ავტორიზაცია

სააპელაციო სასამართლოს პასუხი ცნობილია — დარჩება თუ არა ლიონი ლიგა 1-ში?

სააპელაციო სასამართლოს პასუხი ცნობილია — დარჩება თუ არა ლიონი ლიგა 1-ში?
თარიღი 09 Jul 2025, 17:56
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია — ლიონი ლიგა 1-ში რჩება!

ფრანგულმა კლუბმა ფინანსური გეგმის ისეთი ვერსია წარადგინა, რომელიც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლიონი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითა. მიუხედავად ამისა, კლუბმა შეძლო ისეთი გეგმის წარდგენა, რომელმაც საბოლოოდ გადაარწმუნა ასოციაცია და გუნდი ზედა დივიზიონში დარჩა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ლიონი ევროპა ლიგაზე ასპარეზობას უპრობლემოდ შეძლებს.