საბა გოგლიჩიძე უდინეზეს დასატოვებლად ემზადება — ბოლო ინფორმაცია იტალიიდან

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 დღით ადრე, საბა გოგლიჩიძე უდინეზეს დასატოვებლად ემზადება. როგორც ირკვევა, ქართველი მცველის ტრანსფერზე უოტფორდი მუშაობს და მხარეები შეთანხმებასთანაც ძალიან ახლოს არიან.
ინგლისურ კლუბს საბა გოგლიჩიძის დამატება 6-თვიანი იჯარით სურს, რაზეც უდინეზე თანახმაა. ჩემპიონშიპში გადასვლაზე თანხმობა 21 წლის ფეხბურთელმაც განაცხადა და ახლა მხოლოდ მოლოდინის რეჟიმშია.
როგორც რამდენიმე კვირის წინ მოგახსენეთ, უდინეზემ საბა გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა და მის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავდნენ — ახლა კი უოტფორდის ვარიანტი გამოჩნდა და როგორც ჩანს მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.