საბა ლობჟანიძის ჰატაისპორი სერბი მცველით გაძლიერდა

31 წლის სერბი მცველი ნიკოლა მაქსიმმოვიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით საბა ლობჟანიძის "ჰატაისპორს" შეუერთდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურული კლუბი ადასტურებს.
მაქსიმოვიჩი სხვადასხვა დროს: "ტორინოს", "ნაპოლის", "ცრვენა ზვეზდას" მაისურს ირგებდა.
მაქსიმოვიჩი სხვადასხვა დროს: "ტორინოს", "ნაპოლის", "ცრვენა ზვეზდას" მაისურს ირგებდა.
2022 წლის სექტემბრიდან მაქსიმოვიჩმა "ჯენოა" დატოვა და მას შემდეგ უკლუბოდ იყო.
შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან "ჰატაისპორს" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია შეუერთდება.