ავტორიზაცია

"საბოლოოდ აანაზღაურა კვარაცხელიას არყოფნა გუნდში" - იტალიური პრესა

"საბოლოოდ აანაზღაურა კვარაცხელიას არყოფნა გუნდში" - იტალიური პრესა
თარიღი 23 Dec 2025, 16:54
იტალიის სუპერთასის ფინალში გამართული მატჩი ნაპოლისა და ბოლონიას შორის, ნეაპოლელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მატჩის გმირი ბრაზილიელი შემტევი დავიდ ნერეში იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა.

იტალიური პრესა ნერეშის კარგ თამაშს ეხმარება და თვლიან, რომ მან ნაპოლიში კვარას დანაკლისი საბოლოოდ აანაზღაურა.

"დავიდ ნერეშმა მთელს ნაპოლის ფრთები შეასხა და ვინ იცის, საბოლოოდ აანაზღაურა კვარაცხელიას არყოფნა გუნდში. ნერეშმა კვარაცხელიას წასვლა კარგად გამოიყენა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და ბრაზილიურ ქუჩებში ნასწავლი უნარები ბოლომდე გამოიყენა.

ნერეში ფინალში ნაპოლის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ამავდროულად, მან გოლებიც გაიტანა,"
 - წერს იტალიური პრესა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ნაპოლი ზუსტად ერთი წლის წინ დატოვა და 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ, პსჟ-ში გადავიდა, სადაც ყველა ტიტული მოიგო, მათ შორის ნანატრი ჩემპიონთა ლიგა.