ავტორიზაცია

საბურთალომ კაპიტნის შემცვლელი დაიმატა

საბურთალომ კაპიტნის შემცვლელი დაიმატა
თარიღი 21 Dec 2022, 10:36
რამდენიმე დღის წინ, "საბურთალომ" გუნდის კაპიტნის, ლევან კაკუბავას წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, "საბურთალომ" კაპიტნის შემცვლელს უკვე მიაგნო და პირველი ტრანაფერი განახორციელა.

ჩვენი ცნობით, "თელავის" ცენტრალური მცველი ზურაბ თევზაძე კარიერას "საბურთალოში" გააგრძელებს.

თევზაძე კახურ გუნდში 2 წელია თამაშობს. ამ სეზონში მან 33 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი