საჩემპიონო გუნდის თამაში: დინამო ბათუმმა ჩიხურა 4:0 გაანადგურა [VIDEO]
![საჩემპიონო გუნდის თამაში: დინამო ბათუმმა ჩიხურა 4:0 გაანადგურა [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/2020-08/1597005069_timslaideri-1-1170x650.jpg)
ეროვნული ლიგის მე-9 ტურში საჩხერის "ჩიხურა" "დინამო ბათუმს" დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.
ვინაიდან საჩხერის სტადიონზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გუნდი დროებით თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშობს.
მე-3 წუთზე ანგარიში გიორგი ნიქაბაძემ გახსნა, ნიქაბაძეს შანსი კიდევ ჰქონდა, თუმცა ბეგაშვილმა აჯობა. 26-ე წუთზე ვაგნერმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე თორნიკე გაფრინდაშვილი გამოვიდა, რომელიც მთელი თამაში აქტიური იყო.
28-ე წუთზე ბათუმის რიგებში თავისი სადებიუტო გოლი მამუკა კობახიძემ გაიტანა, ტაიმის მიწურულს კი ჯიღაურმა აიღო მეტოქის კარი.
მეორე ტაიმიც "დინამოს" უპირატესობით მიმდინარეობდა, 79-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა ჩააწოდა, ჯიღაურმა კი დუბლი გაიფორმა.