ავტორიზაცია

"სად არის მისი ნიჭი ნაკრებში თამაშისას? თითქოს, მას ნაკრები ფეხებზე ჰკიდია", - ნორვეგიელი ვეტერანები ჰოლანდს არ ინდობენ

"სად არის მისი ნიჭი ნაკრებში თამაშისას? თითქოს, მას ნაკრები ფეხებზე ჰკიდია", - ნორვეგიელი ვეტერანები ჰოლანდს არ ინდობენ
თარიღი 29 Mar 2021, 17:36

ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიის ნაკრებში ევროპის ერთ-ერთი მთავარი ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით ჩავიდა.

ქვეყანა ელოდა, რომ გუნდი როგორც იქნა მოახერხებდა და მსხვილ ტურნირზე გასვლას შეძლებდა. თუმცა, სტარტი შოკისმომგვრელი გამოდგა. ჰოლანდმა ვერც გიბრალტარს გაუტანა, თურქეთის წინააღმდეგ კი გუნდი 0:3 განადგურდა. „ლივერპულის“ ექს-ფეხბურთელმა, ნორვეგიელმა იონ-არნე რიისემ ჰოლანდი არ დაინდო.

„მას დორტმუნდში თამაშისთვის ასე აქებენ, მაგრამ სად არის მისი ნიჭი ჩვენს ნაკრებში?“ - უკმაყოფილოდ დასძინა რიისემ.

კიდევ ერთმა ნორვეგიელმა ვეტერანმა, ბერნტ ჰულსკერმა, ყურადღება ჰოლანდის პირად ჩავარდნაზე გაამახვილა:

„ის აქ ვერ თამაშობს ისეთივე თავდაჯერებით, როგორც კლუბში. როცა დორტმუნდში ბურთს კარგავს, ბრაზდება, თითქოს საკუთარ თავს სილას აწნის. აქ კი, მარტივად ნებდება. არ ვამბობ, რომ ნაკრები ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება ნამდვილად იქმნება.“ - აღნიშნა ვეტერანმა.